"რა თქმა უნდა, არ გვინდოდა ვინმეს მოტყუება და ისეთი გუნდის ჩამოყვანა, რომელსაც 100 ქულით დავამარცხებდით. ბუნებრივია, ამ გუნდის პირველი თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ნაკრები არ შეესაბამებოდა ტურნირის დონეს".
კოლუმბიის კალათბურთის ფედერაციამ გაარკვია, რომ კოლუმბიის სახელით მოასპარეზე ნაკრები ნამდვილი მოთამაშებიით არ იყო დაკომპლექტებული. კოლუმბიის ფედერაციამ პირობა დადო, რომ მიიღებს სამართლებრივ ზომებს მათი ლოგოსა და სახელის უკანონო გამოყენების წინააღმდეგ.
ეს ყველაფერი 25 წლის კოლუმბიელმა სტუდენტმა, კრისტიან დევიდ მოსკერა დურანმა მოიფიქრა. როგორც Basketnews.com იუწყება, კრისტიანმა გამოიყენა თავისი პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი, როდესაც მიმართა რუსეთის ფედერაციას. თავად მოსკერა თამაშობდა ყაზანში ადგილობრივი 3x3 ლიგის ყველაზე დაბალ, მესამე დივიზიონში. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები, მაგრამ მოსკერა დურანმა სავარაუდოდ, მოახერხა კოლუმბიის კალათბურთის ფედერაციის ელექტრონული ფოსტის ანგარიშების ხელში ჩაგდება. ადგილობრივ ორგანიზატორებს კოლუმბიის ნაკრების სია არ შეუმოწმებია და ის განაცხადი მიიღეს, რომელიც 25 წლის სტუდენტმა გადააგზავნა.
კოლუმბიის ყალბმა ნაკრებმა პარმასთან 102-ქულიანი სხვაობით წააგო, მატჩის დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ სტუდენტებმა ტურნირის ორგანიზატორები მოატყუეს.
კოლუმბიის ყალბმა ნაკრებმა პარმასთან 102-ქულიანი სხვაობით წააგო, მატჩის დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ სტუდენტებმა ტურნირის ორგანიზატორები მოატყუეს.
COPA DE LA AMISTAD FONBET (🇷🇺 RUSIA)
— Eduardo Higuera Redondo (@eduarhiguera) August 22, 2024
El equipo COLOMBIA 🇨🇴 que participa en PERM-RUSIA volvió a perder hoy 57-108 contra VENEZUELA 🇻🇪, ayer perdió 155-53 contra el PARMA 🇷🇺. pic.twitter.com/lm8IgcOiOR









