უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-7 ტურში, მიუნხენის ბაიერნი ფეინოორდს ესტუმრა და მოულოდნელად 3-0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენ კომპანიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ფეინოორდმა დამსახურებულად გაიმარჯვა.
"გულახდილები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ დღეს მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ მომენტები ჩვენც გვქონდა. ყოველთვის მაქვს გრძნობდა, რომ ერთი ან ორი გოლით მეტის გატანა შეგვიძლია. ვფიქრობ, დღევანდელი მატჩის ბოლო 10 წუთში უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო" — აღნიშნა ბელგიელმა სპეციალისტმა.
7 ტურის შემდეგ, რეკორდმაისტერს 12 ქულა აქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება, ხოლო ფეინოორდი 13 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს და ორივე გუნდს პლეი-ოფის საგზური განაღდებული აქვს. მომდევნო მატჩში ბაიერნი სლოვანს უმასპინძლებს, ხოლო ნიდერლანდელები ლილს ესტუმრებიან.

სატურნირო ცხრილი ბოლო ტურის წინ
One matchday to go! 😲#UCL pic.twitter.com/jEYfEM9kTC
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) January 22, 2025