იტალიურ პრესაში იმასაც წერდნენ, რომ კლუბი კვლავ კომპანია "ელიოტის" საკუთრებაში არის და არა "რედბერდის". ამ ყველაფერს უკვე გამოეხმაურა "ელიოტის" სპიკერი და არსებული ინფორმაცია უარყო. ახლა კი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს მილანის ამჟამინდელი მფლობელი კომპანია "რედბერდი":
"კომპანია რედბერდი საფეხბურთო კლუბ მილანის 99,93%-იანი წილის მფლობელია. დანარჩენი 0,07% კი არის ცალკეული იტალიელი აქციონერების ხელში, რომლებიც კლუბის დიდი ხნის გულშემატკივრები არიან. მოსაზრება, რომ რედბერდი არ ფლობს და არ აკონტროლებს მილანს, აბსოლუტურად მცდარია და ეწინააღმდეგება ყველა მტკიცებულებასა და ფაქტს, მათ შორის გამოძიებას, რომელიც დაწყებულია. როდესაც ჩვენ ავიღეთ კონტროლი კლუბზე კომპანია "ელიოტისგან" მოხდა თანხის სესხება სამი წლის ვადით. "ელიოტს" მილანთან მიმართებით არანაირი უფლებები არ გააჩნია. ჩვენი მიზანია, დავაბრუნოთ მილანი სერია A-სა და ევროპული ფეხბურთის სათავეში. ასევე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არ მიმდინარეობს არცერთ ინვესტორთან დისკუსია, კლუბის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით. მილანი "რედბერდის" მფლობელობაშია და ამას არაფერი შეცვლის."











