ტურნირის მთავარმა ფავორიტმა, ლონდონის ჩელსიმ საკუთარ მოედანზე ნოაჰი მიიღო და მეტოქე 8-0 გაანადგურა. არისტოკრატებიდან დუბლი ჟოაო ფელიქსმა და ნკუნკუმ გაიფორმეს, ხოლო თითო გოლი მუდრიკის, ადარაბიოის, გუიუს და დისასი ანგარიშზეა.
სამი მატჩის შემდეგ, ჩელსის 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს — აღსანიშნავია, რომ მარესკას გუნდის ანგარიშზე 16 გატანილი გოლია. მომდევნო ტურში ლონდონელები ჰაიდენჰაიმს ესტუმრებიან, რომელსაც ასევე 9 ქულა აქვს.
კონფერენს ლიგა, მესამე ტურის შედეგები:










