ასტონ ვილა 2-1 ლილი
ინგლისში გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში მასპინძლებმა მე-13 წუთზე გახსნეს - თავი უოტკინსმა გამოიჩინა, ხოლო 56-ე წუთზე მაკგინმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე დიაკიტემ ერთი ბურთი გაქვითა და განმეორებითი მატჩის წინ ინტრიგა შენარჩუნდა.
ბრიუგე 1-0 პაოკი
ერთი გოლი გავიდა ბელგიაში გამართულ მატჩში, სადაც ბრიუგემ საკუთარ კედლებში პაოკი მიიღო. გამარჯვების გოლი დებიუტში, მე-6 წუთზე ვეტლესენმა გაიტანა და ბრიუგემ განმეორებითი მატჩის წინ მცირე უპირატესობა მოიპოვა.
განმეორებითი მატჩები საბერძნეთში და საფრანგეთში 1 კვირაში, 17 აპრილს გაიმართება.










