კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა საბერძნეთში ვიხილეთ, სადაც პაოკმა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა. დინამო ზაგრებთან წაგებული პირველი მატჩის შემდეგ, მასპინძელმა გუნდმა შესანიშნავი პერფორმანსი გვაჩვენა. ანგარიში 5:1 და ბერძნული გუნდი მოდმევნო ეტაპზეა.
ფიორენტინა-მაკაბი ჰაიფაში მხოლოდ ერთი გუნდის თამაში ვიხილეთ. იტალიანოს გუნდმა 90 წუთის განმავლობაში საოცარი ფეხბურთი შემოგვთავაზა და დამსახურებულადაც გავიდა შემდეგ ეტაპზე. ვიოლამ ბარაკის გოლის წყალობით წინ გასვლა 59-ე წუთზე შეძლო. იმის მიუხედავად, რომ მაკაბიმ ანგარიში 88-ე წუთზე გაათანაბრა, სტუმარმა გუნდმა ამის მეტი ვერაფერი მაოხერხა. საერთო ანგარიში 5:4 და იტალიური გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ფენერბაჰჩე-როიალ უნიონის შეხვედრაც ფორმალურ ხასიათს ატარებდა. პირველ შეხვედრაში თურქულმა გუნდმა 3:0 მოიგო, შესაბამისად, განმეორებით მატჩში უპირატესობა კარტალის გუნდს ჰქონდა. მატჩი საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა, ერთადერთი რაც სტუმარმა გუნდმა მაოხერხა, 68-ე წუთზე რასმუსენის მიერ გატანილი გოლი იყო. ამ შეხვედრაში საინტერესო სხვა არაფერი მომხდარა. ფენერი მომდევნო ეტაპზე გავიდა.
პირველი უგოლო მატჩის შემდეგ, განმეორებითი შეხვედრაც საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა. პლზენმა და სერვეტი ჟენევამ, ვერც მეორე შეხვედრის 90 წუთში გაიტანეს გოლი და ფანებმა დამატებითი ტაიმები იხილეს. დამატებითი დროც ვერ აღმოჩნდა საკმარისი, რასაც თერთმეტმეტრიანების სერია მოჰყვა. აქ კი პლზენმა მოახერხა გამარჯვება.
Europa Conference League
კონფერენს ლიგა: ფიორენტინა, პაოკი, ფენერბაჰჩე და პლზენი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ









