საინტერესო მატჩი გაიმართა ესპანეთში, სადაც ბეტისმა საკუთარ მოედანზე კოპენჰაგენი მიიღო და ფრეს დასჯერდა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი გოჩოლეიშვილს — დანიური კლუბის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი განაცხადში პირადი მიზეზების გამო ვერ მოხვდა.
სამი გოლი გავიდა სერბეთში, სადაც ვარშავის ლეგია ბაცკა ტოპოლას ესტუმრა და მეტოქეს უშანსოდ, 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პოლონელებმა კონფერენს ლიგის წლევანდელ სეზონში მეორე მატჩი მოიგეს და 6 ქულა აქვთ.
ყველა მატჩის შედეგი:
ბაცკა ტოპოლა 0-3 ლეგია
ბეტისი 1-1 კოპენჰაგენი
მლადა 0-1 ლუგანო
ოლიმპია ლიუბლიანა 2-0 ლასპი
პაფოსი 0-1 ჰაიდენჰაიმი
ტნს 2-0 ასტანა
ჰიკი 1-1 დინამო მინსკი









