დასრულდა კონფერენს ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის კიდევ ორი განმეორებითი მატჩი, სადაც ოლიმპიაკოსმა და ბრიუგემ 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს.
ფენერბაჰჩე 1 : 0 ოლიმპიაკოსი (ორი მატჩს ჯამში: 3:3)
დაძაბული მატჩი გაიმართა თურქეთში, სადაც ფენერბაჰჩემ ოლიმპიაკოსი 1:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში, დაპირისპირება თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა.
საფეხბურთო ლატარიაში უკეთესები სტუმარი გუნდის ფეხბურთელები აღმოჩნდნენ - ოლიმპიაკოსმა პენალტების სერია 3:2 მოიგო და 1/2 ფინალში გავიდა.
პაოკი 0 : 2 ბრიუგე (ორი მატჩის ჯამში: 0:3)
მარტივი გამარჯვება მოიპოვა ბრიუგემ საბერძნეთში და კონფერენს ლიგის წლევანდელი სეზონის ტიტულისთვის აგრძელებს ბრძოლას.
ბელგიელმა ფეხბურთელებმა ინტრიგა პირველივე ტაიმში მოკლეს - ფერან ჟუტგლამ 33-ე და 45-ე წუთებზე მეტოქის კარი ორჯერ აიღო და ბრიუგე შემდეგ ეტაპზე გავიდა.
კონფერენს ლიგის 1/2 ფინალი:
ასტონ ვილა V ოლიმპიაკოსი - 2/9 მაისი
ფიორენტინა V ბრიუგე - 2/9 მაისი
Europa Conference League
კონფერენს ლიგა: ოლიმპიაკოსი და ბრიუგე 1/2 ფინალში გავიდნენ










