რამდენიმე წუთის წინ, ქალაქ ნიონში, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.
წილისყრის შედეგად, ტორპედოსა და დილას მეტოქეები გაირკვა. ქუთაისური კლუბი ორდაბასს დაუპირისპირდება, ხოლო გორული გუნდის მეტოქე რასინგ უნიონ ლუქსემბურგი იქნება.
პირველი შეხვედრები 10 ივლისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩები 17 ივლისს შედგება. ტორპედო პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს, დილა კი გასვლაზე ითამაშებს.
რაც შეეხება სპაერს, საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე ხვალ გაირკვევა.









