ოლიმპიაკოსი 3-2 ფენერბაჰჩე
შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მე-8 წუთზე ანგარიშიც გახსნეს - თავი ფორტუნისმა გამოიჩინა, ხოლო 32-ე წუთზე იოვეტიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა და ბერძნებმა პირველი ტაიმი კომფორტული უპირატესობით მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 57-ე წუთზე ჩიკინიომ აიღო ფენერბაჰჩეს კარი და სხვაობა გამანადგურებელი გახადა. 68-ე წუთზე ტადიჩმა ერთი გოლი გაქვითა, ხოლო ზუსტად 6 წუთში კაჰვეჩმა გაიტანა გოლი და საბოლოო ანგარიში, 3-2 დააფიქსირა.
პლზენი 0-0 ფიორენტინა
დაძაბული მატჩი გაიმართა ჩეხეთში, სადაც პლზენმა ფიორენტინა მიიღო - შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა, თუმცა, უგოლოდ 0-0 დასრულდა და ყველაფერი ზუსტად 1 კვირაში ფლორენციაში გადაწყდება.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებს ბურთის ფლობის 69%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა და კარის მიმართულებით 11-ჯერ დაარტყეს, საიდანაც ზუსტი 2 აღმოჩნდა. მასპინძლების ანგარიშზე კი მხოლოდ 1 ზუსტი დარტყმაა.
კონფერენს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 18 აპრილს გაიმართება.











