ადგილობრივი გამოცემების თანახმად, პსჟ-ს ფეხბურთელები ცდილობენ გაიგონ მათი მთავარი მწვრთნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ზემოთ ხსენებული ფეხბურთელები თვლიან, რომ მათ უსამართლოდ ექცევიან. ისინი იმედგაცრუებულები არიან ამჟამინდელი სიტუაციით, კონკრეტულად კი ლუის ენრიკეს მუშაობით.
პსჟ-ში კრიზისი სახეზეა, არსებობს დაძაბულობის უტყუარი ნიშნები, რაზეც მთელი ფრანგული მედია საუბრობს. ლუის ენრიკესა და მის ფეხბურთელებს შორის სიტუაცია უახლოეს პერიოდში თუ არ გამოსწორდა, დიდი შანსია გუნდის პრობლემები მოედანზეც ვიხილოთ.











