"ვფიქრობ, წელს ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები მანჩესტერ სიტი და რეალი არიან, მათ კონკურენტი არ ჰყავთ და სხვა გუნდმა რომ მოიგოს, ცოტა გამიკვირდება კიდეც.
მინდა, ლიგის თასი რეალმა აღმართოს, რადგან ამ გუნდთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. არის კარლო ანჩელოტის ფაქტორიც, თუმცა თუ სიტი მოიგებს, ესეც სამართლიანი იქნება.
რაც შეეხება პრემიერ ლიგას, ამ სეზონზე ინგლისის ჩემპიონობის ფავორიტებად ლივერპულსა და მანჩესტერ სიტის მივიჩნევ", - განაცხადა მოურინიომ.









