პაულო ფონსეკას ლილთან არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ფრანგულ კლუბს 51 წლის სპეციალისტის შენარჩუნება სურს, თუმცა მხარეები ამ დრომდე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ასევე დაინტერესებულია კიდევ ერთი ლიგა 1-ის ბინადარი, კერძოდ მარსელი, რომელიც ახალი სეზონისთვის ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებებს. "Les Olympiens" პორტუგალიელს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
რა სურს ფონსეკას? - მისთვის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, მილანია, სწორედ ამიტომ ლილთან დ ამარსელთან არ ჩქარობს მოლაპარაკების დაწყებას.
რაც შეეხება მეორე პორტუგალიელს, სერჟიო კონსეისაოს, 49 წლის სპეციალისტმა პორტოსთან კონტრაქტი დაახლოებით ორი კვირის წინ გაახანგრძლივა, კერძოდ 2028 წლამდე, თუმცა შემდეგ კლუბში დიდი ცვლილება მოხდა, პრეზიდენტად ანდრე ვილაშ-ბოაში აირჩიეს, შესაბამისად, კონსეისაოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მიზეზი კი ის არის, რომ ვილაშ-ბოაშს სიახლეები სურს და სერიოზულად განიხილავს მწვრთნელის შეცვლასაც.
კონსეისაოს კონტრაქტში არის პუნტი, რომლის მიხედვითაც კლუბთან ხელშეკრულების გაწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია, თან ყოველგვარი ფინანსური ვალდებულებების გარეშე. უახლოეს 24-48 საათში, პორტუგალიელი კლუბის ახალ პრეზიდენტს შეხვდება, სადაც გადაწყდება პორტოში დარჩება თუ არა. წასვლის შემთხვევაში მილანში გადასვლის შანსი, ძალიან გაიზრდება. ბოლო დღეებია მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში და "როსონერის" უფროსობა ერთმანეთს ეკონტაქტებიან, მილანში კონსეისაოს კანდიდატურა ძალიან მოსწონთ.
პოტენციური მწვრთნელების სიაში კიდევ ორ ადამიანს ვხვდებით: ტიაგო მოტა და მარკ ვან ბომელი. პირველი მათგანი იუვენტუსს უახლოვდება და მილანს ნაკლები შანსი აქვს მასთან შეთანხმების მიღწევის, რაც შეეხება ნიდერლანდელს, ის "როსონერის" ძველი მეგობარია და მის ვარიანტს ზლატან იბრაჰიმოვიჩი ემხრობა, თუმცა ამ მომენტისთვის ის #1 სამიზნე არაა.











