დღეს ორი მედლის მოპოვების შანსი აქვთ ქართველებს ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
17 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, ქართველმა გუშინ ორი შეხვედრა მოიგო, ნახევარფინალი კი პანამერიკის მოქმედ გამარჯვებულთან, ჯასტინ ლი რადემაჩერთან წააგო და დღეს ბრინჯაოთვის იბრძოლებს.
ასევე ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს გოგა ოთინაშვილს(70 კგ.), რომელიც ასპარეზობას რეპეშაჟიდან გააგრძელებს. ოთინაშვილი პირველ შეხვედრაში დამარცხდა მოლდოველ მეტოქესთან, თუმცა მისი ოპონენტი ფინალში გავიდა და ქართველს რეპეშაჟში ასპარეზობის შესაზლებლობა მიეცა.
ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება.









