ჩემპიონთა ლიგის ფაზის ჯგუფურ ეტაპზე ნაპოლი სტუმრად პსვ-ს დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით 6:2 წააგო.
მატჩის შემდეგ კომენტარი ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გააკეთა.
"ძალიან დამწუხრებულები ვარ. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გასულ სეზონში ძალიან მცირე რესურსით წარმოუდგენელი შევძელით და ქვეყნის ჩემპიონები გავხდით.
იმის შემდეგ, ნაპოლიმ 9 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ჩვენი პრობლემაც იმაშია, რომ გვყავს 9 ახალი სახე, შესაბამისად 9 ახალი ტვინი, რომელთა ერთ იდეოლოგიამდე დაყვანა მარტივი არ არის, მითუმეტეს, ევროპულ ტურნირებზე.
პირველი ტაიმის კარგად ჩავატარეთ, მეორეზე კი ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, როცა 6:2 აგებ, ყველაფერი მწვრთნელის ბრალია", - განაცხადა კონტემ.









