იტალიური პრესა მოახლოებულ ტურის წინ სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს — ყველა ვერსიის მიხედვით, ემპოლის ძირითადში იქნება საბა გოგლიჩიძე, ხოლო რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, თუ Repubblica-ს დავუჯერებთ, ანტონიო კონტე 23 წლის შემტევის დასვენებას და მის ადგილას დავიდ ნერესის დაყენებას გეგმავს. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ კვარაცხელიამ სანაკრებო პაუზის დროს 180 წუთი ითამაშა და დიდი დატვირთვა მიიღო.
დავიდ ნერესს მარცხენა ფლანგზე თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, პლიუს ამას, ბრაზილიელი საოცარ ფორმაშია და როგორც ნაპოლისთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, კონტე სასტარტო შემადგენლობის გადახალისებასა და 27 წლის ფეხბურთელისთვის შანსის მიცემას სერიოზულად განიხილავს.
უახლოეს საათებში ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









