ნაპოლის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ჰკითხეს, თუ როგორია მისი გუნდის გეგმები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე.
"ტრანსფერები? - კარგად მახსოვს გასული წლის მაგალითი, როცა კვარაცხელიას ტრანსფერში ზედმეტად არ უნდა ჩავრეულიყავი და მალევე ის გაყიდეს. როგორც ჩანს, არ მიმართლებს.
მე მწვრთნელი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ, ტრანსფერები კი იმან უნდა გააკეთოს, ვისი მოვალეობაა. ჩემი მიზანია, იმ ფეხბურთელებისგან, ვინც გუნდში მყავს, მაქსიმუმი გავაკეთო", - განაცხადა კონტემ.
17 ტურის შემდეგ, ნაპოლის 37 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.









