იტალიის მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობს. როგორც ჩანს, ამ გუნდის თავკაცის ანტონიო კონტეს მოთხოვნას ნაპოლის ხელმძღვანელობა აკმაყოფილებს.
მოგეხსენებათ, სეზონის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, კონტე ნაპოლიში იმ პირობით დარჩა, რომ ზაფხულში ტრანსფერებს გააკეთებდნენ და კონტეს სურვილისამებრ, რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებდნენ.
ზამთარში მათ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო მიიღეს, თუმცა კვარას შეცვლა სათანადოდ ვერ მოხერხდა.
ზაფხულში ნაპოლიმ 4 ტრანსფერი უკვე განახორციელა. ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი კევინ დე ბრუინის მანჩესტერ სიტიდან გადაბირებაა.
დე ბრუინთან ერთად, ნაპოლიმ სემ ბეუკემა, ნოა ლანგი და ლუკა მარიანუჩი დაიმატა. სერაი ა-ს ჩემპიონები მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებენ.









