გავიხსენოთ სეზონის სტარტი, როცა კვარაცხელიას პსჟ-დან ჰქონდა შეთავაზება და პარიზული გრანდი მზად იყო ხვიჩა ზაფხულშივე ეყიდა, თუმცა ანტონიო კონტე დიდი თხოვნითა და დაპირებით, რომ გუნდს კვარას გარშემო ააწყობდა, ქართველი ფეხბურთელი არ გაიყიდა.
დღეს კი სხვა სურათი გვაქვს - მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ამ სეზონშიც გუნდის ლიდერია და კარგ შედეგებს აფიქსირებს, კონტემ პოზიცია შეიცვალა და პსჟ-სგან ან სხვა გუნდისგან დაინტერესების შემთხვევაში, ქართველის შეკავებას აღარ აპირებს.
ამის ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა ისიც მივიჩნიოთ, რომ კვარას გარეშე ნაპოლიმ ყველა მატჩი მოიგო და მისი კონკურენტი დავიდ ნერეში კარგ ფორმაშია.
ზაფხულში კვარაცხელიას არწასვლის მთავარი მიზეზი ნაპოლის და კონტეს შემაკავებელი პოზიცია იყო, რომელიც ახლა შეცვლილია, მისი გაყიდვის პრობლემა აღარ აქვთ და შესაბამისად, ხვიჩას ახალ გუნდში წასვლას წინ აღარაფერი უდგას.










