ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ბარსელონამ ფერან ტორესის გოლით მადრიდის ატლეტიკო დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება დასრულდა ფრედ, 4:4. "როხიბლანკოსთან" მოგებით, კატალონიელები გავიდნენ კოპა დელ რეის ფინალში, სადაც მათი მეტოქე მადრიდის რეალი იქნება.
თავად "სამეფო კლუბმა" ნახევარფინალურ სტადიაზე რეალ სოსიედადის ბარიერი გადალახა. აქვე დავამატებთ, რომ ესპანეთის თასის ფინალი "ბლაუგრანასა" და "ბლანკოსს" შორის 26 აპრილს გაიმართება.
ატლეტიკო 0:1 ბარსელონა
გოლი: 0:1 ფერან ტორესი 27'.