პრემიერ ლიგის მე-12 ტურის წინ, ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ მედიასთან ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
"პალმერი? ის დაბრუნებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ სამწუხაროდ ახალი ტრავმა მიიღო. როგორც კოულმა განაცხადა, სახლში, ღამის საათებში ინციდენტი მოუვიდა, რა დროსაც ფეხის თითი კარს მიარტყა და მისთვის სამწუხაროდ მოიტეხა.
კოული როგორც მინიმუმ მომდევნო 3 მატჩს გამოტოვებს, შემდეგ კი დაველოდებით ახალ გამოკვლევებს."
შეგახსენებებთ, კოულ პალმერმა ტრავმა 20 სექტემბერს მიიღო, რის შემდეგაც აღარ უთამაშია. ინგლისელი პრემიერ ლიგის მე-13 ტურში, არსენალთან მატჩში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ზემოხსენებული ინციდენტის შემდეგ, ეს ყველაფერი გადაიდო.









