მარკუს რაშფორდი ბარსელონა მე-14 ნომრით ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ამ ნომრის უკანასკნელი მფლობელების საფეხბურთო კარიერა კატალონიაში წარუმატებელი გამოდგა. თავად განსაჯეთ: ფილიპე კოუტინიო, მემფის დეპაი, ჟოაუ ფელიქსი, მალკომ ოლივეირა და კიდევ რამდენიმე მოთამაშე.
რა აერთიანებთ მათ? ისინი "ბლაუგრანაში" სწორედ მე-14 ნომრით თამაშობდნენ. უკანასკნელი წარმატებული ფეხბურთელები ტიერი ანრი და ხავიერ მასკერანო იყვნენ. უფრო შორეული წარსულიდან კი ამ ნომრით რაღაც პერიოდი თამაშობდნენ მიქაელ ლაუდრუპი, ხრისტო სტოიჩკოვი და რონალდ კუმანი.
14 პირველ რიგში ასოცირდება იოჰან კრუიფთან, თუმცა ის კამპ ნოუზე ცხრიანი იყო. ვნახოთ, როგორი იქნება ინგლისელი თავდამსხმელის კარიერა, რომელიც გარი ლინეკერის შემდეგ, ბარსაში პირველი მოთამაშეა "3 ლომიდან". აქვე დავამატებთ, მანჩესტერ იუნაიტედის ექს-ფორვარდი კატალონიაში იჯარით ითამაშებს.









