გასულ წელს პორტუგალიელმა ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ იაპონურ კომპანია SNK-ს ფაიტინგ თამაშ Fatal Fury: City of the Wolves-თან თანამშრომლობის შესახებ გააკეთა განცხადება. ნახევარ წელზე მეტია ახალი ინფორმაცია არ გვქონია, მაგრამ დღეს SNK-მ ანონსი გამოაქვეყნა – რონალდუ თამაშის პერსონაჟი გახდება. პირველი განცხადების შემდეგ ამას ვებრი ელოდა, მაგრამ ეს ფაქტი მაინც დაუჯერებლად ჟღერს.
ტრეილერი თავად შეგიძლიათ იხილოთ:
Fatal Fury: City of the Wolves გამოვა 2025 წლის 24 აპრილს PlayStation 5-ზე, PlayStation 4-ზე, PC-ზე, Xbox Series X-ზე და Series S-ზე.
კრიშტიანუ რონალდუ Fatal Fury: City of the Wolves-ის მებრძოლი გახდება















