კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 14 გოლი დაუგროვდა. რეკორდსმენი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით არის კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც 2013/14-ში მადრიდის რეალის მაისურით 17 ბურთი შეაგდო.
როგორც ვხედავთ, პორტუგალიელ თავდამსხმელთან გათანაბრებამდე ფრანგ შემტევს აკლია სამი გოლი, მისი რეკორდის მოხსნამდე კი ოთხი. რთული ამოცანაა, იმის გათვალისწინებით, რომ მიუნხენის ბაიერნთან შინ წაგების (1:2) შემდეგ, "სამეფო კლუბი" ევროპის მთავარი ტურნირიდან გამოვარდნის საშიშროების წინაშე დადგა.
გამოსარჩევია ისიც, რომ სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა 17 გოლი გაიტანა სულ რაღაც 11 მატჩში, იმ პერიოდში, როცა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე არსებობდა ჯგუფური ეტაპი, რაც ამჟამინდელ ფორმატთან შედარებით უფრო ნაკლები შეხვედრების ჩატარებას ნიშნავდა.
რეალის იმდროინდელმა შვიდიანმა ფინალის ჩათვლით ითამაშა 11 მატჩი, საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე კი უკვე არის 10 შეხვედრა და ჯერ 1/4 ფინალის საპასუხო თამაშებიც არ ჩატარებულა. რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს, მადრიდელთა მე-10 ნომრის შემდეგ, 11 ბურთით მოდის ჰარი კეინი, რომელსაც 41 წლის ფორვარდის რეკორდის მოხსნამდე 7 ბურთი გოლი აშორებს.









