ოფიციალურად — კრისტალ პალასი ევროპა ლიგიდან მოკვეთეს! უეფაში ეს გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურეს.
შეგახსენებთ, ლიონსა და კრისტალ პალასს ერთი მფლობელი ჰყავთ, რაც უეფას წესებს ეწინააღმდეგება. ერთ მფლობელობაში მყოფ კლუბებს, ერთ ტურნირზე მონაწილეობის უფლება არ აქვთ. მაშ შემდეგ, რაც ლიონი ლიგა 1-ში დარჩა, ფრანგულ კლუბს ევროპა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მისცეს, რასაც "არწივების" ერთი რანგით ქვედა ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე დაქვეითება მოჰყვა.
დიახ, კრისტალ პალასი კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს, ხოლო ევროპა ლიგაზე მის ადგილს ნოტინგემ ფორესტი დაიკავებს. როგორც ირკვევა, "არწივები" ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გააპროტესტებენ.









