2024/25 წლების სეზონის ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული კრისტალ პალასი გახდა! ოლივერ გლასნერის გუნდმა ფინალში მანჩესტერ სიტი 1-0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ებერეჩი ეზემ გაიტანა, რომელმაც დანეილ მუნიოზის გადაცემით ისარგებლა.
კრისტალ პალასმა არსებობის ისტორიაში პირველი ტიტულის მოგება მოახერხა. ამ გამარჯვებით "არწივებმა" ევროპა ლიგის საგზურიც მოიპოვეს.
კრისტალ პალასი 1-0 მანჩესტერ სიტი
გოლი:1-0 ებერეჩი ეზე 16'.
მატჩის მიმოხილვა









