მადრიდის რეალის ახალგაზრდა მცველმა დინ ჰიუნსენმა თავისი თანაგუნდელი ვინისიუს ჯუნიორი და თანამემამულე ლამინ იამალი დაიცვა.
"ლამინი მხოლოდ 18 წლისაა და ჯერ კიდევ ბავშვია. ხანდახან, ყველაფერი გაზვიადებულია ხოლმე. იგივე ეხება ვინისუსსაც. ის ძალიან კარგი ადამიანი და ამასთანავე, მაღალი დონის მოთამაშეა, თუმცა თუ რამე მიუღებელს აკეთებს, მაშინვე ყველა აკრიტიკებს.
კრიტიკა მისაღებია და შეგიძლიათ ფეხბურთელები გააკრიტიკოთ, მაგრამ ხანდახან, ეს ყველაფერი კრიტიკას სცდება", - განაცხადა ჰიუნსენმა.
მოგეხსენებათ, ჰიუნსენი 15 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დინამო არენაზე, საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარებს, სადაც იამალი მონაწილეობას ვერ მიიღებს.









