გერმანიის ქალაქ კინბაუმში 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ევროპირველობაზე საქართველოს დელეგაციამ 5 მედალი მოიპოვა.
ფინალში იასპარეზა ალექსანდრე ბალაძემ (80კგ.), სდაც მონტენეგროს წარმომადგენელს, მატია როგანოვიჩს დაუპირიპირდა და საბოლოოდ, ვერცლის მედალს დაეუფლა.
ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები - შალვა ბერიძემ (48 კგ), ზაზა მდინარაძემ (52 კგ), რატი ხარბედიამ (46 კგ) და ჰასან აკპინარმა (+80 კგ) მოიპოვეს.









