ტრავმირებული ვლაჰოვიჩის ნაცვლად, ალეგრიმ შეტევაში კიეზა დააყენა, რომელიც მილიკს შეუწყვილდა. უდინეზეს მწვრთნელმა კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ლორენცო ლუკა ათამაშა, რომლის დებიუტიც სწორედ ტურინში შედგა. გამარჯვების გოლი კი სტუმართა ახალწვეულმა, ლაუტარო ჯანეტიმ 25-ე წუთზე გაიტანა. მასპინძლები მატჩის ბოლომდე ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა ბევრი მომენტის მიუხედავად, გოლის გატანა ვერ შეძლეს.
იუვენტუსი მთელი მატჩი მძიმედ უტევდა და უდინეზეს დაცვის გადალახვა უჭირდა. ასეთ დროს ჩაწოდებები ხშირად ამართლებს და მილიკმაც შეძლო გოლის გატანა, თუმცა თამაშგარის გამო ეს გოლი გაუქმდა. წონასწორობის აღდგენის შანსი ილდიზსაც ჰქონდა, მაგრამ ბურთს ფეხი კარგად ვერ მოარტყა და საბოლოოდ, ტურინული კლუბი სახლში დამარცხდა.
Filippo Cornacchia + © RCS MEDIAGROUP









