ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ის, რაც ბარსელონამ გააკეთა ნიუკასლთან საპასუხო შეხვედრაში (7:2), ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოგებისთვის სერიოზული განაცხადია.
"ევროპული ტოპ გუნდები ბარსელონას გაგონებაზე საფრთხეს გრძნობენ. როდესაც ისინი არიან ფორმაში, მოედანზე მხოლოდ დამწვარ მიწას ტოვებენ. ის, რაც მოხდა ნიუკასლთან საპასუხო შეხვედრაში, არ იყო უბრალოდ მოგება, ეს იყო მიწისძვრა, რომელიც ყველა კონკურენტმა იგრძნო.
კატალონიურმა გუნდმა საფეხბურთო სამყაროს ისტორიული საღამო აჩუქა. მათ შეუძლიათ ყველაფერი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მოგებაც. როდესაც ვუყურებ "ბლაუგრანას" თამაშს, მეუფლება ისეთი შეგრძნება, თითქოს კრუიფის ლეგენდარული გუნდი დაბრუნდა."









