ცნობილმა ჟურნალისტმა, ჟულიენ ლორენსმა გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა არა რომელიმე ინგლისურ კლუბში, არამედ პარის სენ-ჟერმენში. ფრანგმა ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის პრობლემებს სწორედ ქართველი ვინგერი დაასრულებდა.
"როგორ მოხდა, რომ კვარაცხელია აღმოჩნდა არა პრემიერ ლიგაში, არამედ პარის სენ-ჟერმენში. არ მჯერა, რომ მის გადმობირებას ინგლისური კლუბები არ ცდილობდნენ. ავიღოთ თუნდაც იუნაიტედი, რომელსაც მართალია ჰყავს კუნია, მაგრამ ხვიჩა ქომაგთა ახალი კერპი გახდებოდა", - განაცხადა Le Parisien-ის ჟურნალისტმა.
ლორენსს უპასუხა მისმა კოლეგამ, ისააკ სელოჩანმა, ვინც აღნიშნა, რომ ქართველი შემტევი მანჩესტერულ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე პსჟ-ზე წინ არ დააყენებდა: "კვარა იუნაიტედისთვის იქნებოდა ბრწყინვალე ტრანსფერი, მაგრამ ის გადავიდა კლუბში, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის".









