"ნაპოლის ლიდერებს აქტიურობა და პროდუქტიულობა აკლიათ. მაგალითად, კვარაცხელია ძველებურად სახიფათო აღარ არის. ფაქტია მას პრობლემები აქვს. ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური, ეს თავად ხვიჩამ იცის. ამის გარდა, ახალგაზრდა ვინგერი "პარტენოპეისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების წნეხის ქვეშ არის.
ქართველი გარემარბი აღარ არის ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ის საჩემპიონო სეზონში იყო. საუკეთესო კონდიეციებისგან შორს არის ლუკაკუც, რომელიც ბევრ მომენტს აფუჭებს. აღნიშნული დუეტი ფორმაში რომ შევიდეს, "სამხრეთელები" სკუდეტოს გარანტირებულად მოიგებენ", - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.











