დღეს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია მეორე მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა “დინამო არენაზე” ბულგარეთს უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა.
მატჩის შესახებ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა:
“კარგი მატჩი გამოვიდა, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, კარგი გოლები გავიტანეთ და რაც გვინდოდა თურქეთტან თამაშის შემდეგ ყველაფერი გავაკეთეთ. რაც შეეხება გულშემატკივრებს, მადლობა მათ, ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან, ასეთ ამინდში, ძლიერ წვიმაში, ბოლომდე გვამხნევებდნენ და ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციია.
რაც შეეხება კვარას კაპიტნობას, კვარა ძალაინ მაგარი კაპიტანია და ყველამ ვნახეთ, დღეს როგორი თამაში იყო.
ასევე მინდა კალათბურთის ნაკრებს მივულოცო ევრობასკეტზე მიღწეული წარმატება. აქედან ვქომაგობთ და ყველა თამაშს ვუყურებთ, დღეს ვერ შევძელით მატჩის ყურება, თუმცა მთავარია გავიმარჯვეთ.”
საქართველოს ნაკრებს მორიგი მატჩი 11 ოქტომბერს, სტუმრად, ესპანეთთან ელის.









