პსჟ-ს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია - 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.
ამ შედეგით, კვარა ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩის ისტორიულ რეკორდს უახლოვდება. კერძოდ, ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველაზე მეტი, 10 გოლი სწორედ იბრას აქვს გატანილი.
კვარას კი 2 გოლი სჭირდება იმისთვის, რომ ზლატანის ეს რეკორდი დაამხოს. კვარას გახდა, პსჟ-ს მაისურით ლიგის ერთ სეზონში 8-8 გოლი კილიან მბაპესა და უსმან დემბელესაც აქვთ გატანილი.
შვედმა ფეხბურთელმა პარიზელთა რიგებში 10 გოლი 2013/14 წლების სეზონში გაიტანა.









