ივნისის ამხანაგური მატჩების წინ პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გამართა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 5 და 8 ივნისს ამხანაგურ მატჩებს ფარერებისა და კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსებზე: "ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ ჩვენთვის სიტუაცია არ შეცვლილა. ჩვენნაირი ნაკრებისთვის ყველა საკვალიფიკაციო ეტაპი რთულია. ესპანეთი მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებია, ბოლო წლებში ხშირად ვეთამაშეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავამარცხოთ, რაც ურთულესი იქნება. ასევე, არიან თურქეთი და ბულგარეთი. მიზანი მეორე ადგილზე გასვლა იქნება. თურქეთსაც უძლიერესი ნაკრები ჰყავს. პირველივე შეხვედრა მათთან შინ გვაქვს და ჩვენი გულშემატკივრის და საოცარი ატმოსფეროს წინ უნდა დავამარცხოთ".
გურამ კაშიაზე: "კაშო ჩვენი კაპიტანია. ის ნადმვილი ლიდერია, იღებს პასუხისმგებლობას და მისი ნაკრებში გარჯით კმაყოფილი ვარ. ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა მომავალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში, როგორ კონდიციებში იქნება. როგორც კაპიტანი, ჩემთვის ის დიდებულია".
ახალ ტაქტიკაზე: "ბევრ ტაქტიებზე ვსაუბრობთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, გავაცნობიეროთ, რისთვის გავდივართ მოედანზე, ბოლო 2-3 წელში ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალიან ბევრი ითამაშეს და მათ დასვენება ნამდვილად სჭირდებათ, რათა სექტემბრისთვის მზადყოფნაში იყვნენ. ნაკრებში ახალი სახეები არიან და მომდევნო მატჩებისთვის ეს კონკურენციას ხელს შეუწყობს. როგორც აღვნიშნე, ჩემთვის მთავარია, როგორ მოქმედებენ ჩემი ფეხბურთელები მოედანზე ბურთით და უბურთოდ".
საბა ხარებაშვილზე: "მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ის მხოლოდ 16 წლისაა და უკვე ისე თამაშობს, თითქოს 24-25 წლის ფეხბურთელი იყოს. თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. რა თქმა უნდა, ბევრ რამეში გაზრდა სჭირდება, მაგრამ ამისთვის დრო აქვს. მისი გამოძახება მნიშვენლოვანი იყო, რადგან უშუალოდ ვნახავ მის შესაძლებლობებს და პირადად გავიცნობ".
21-წლამდე ნაკრებზე: "ახალგაზრდულ ნარკებში ბევრი კარგი ახალგაზრდაა, რომლებსაც მომდევნო წლებში ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა შეუძლიათ. სლოვაკეთში აუცილელბად ჩამოვალ და ცოცხლად მივადევნებ მათ თამაშებს თვალს. მათ დიდებული მწვრთნელი ჰყავთ. სვანაძემ კარგი სამუშაო გასწია, რომ ნაკრები აქამდე მისულიყო. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასერთ წარმატებებს მიაღწიოს"
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში: "კვარაცხელიას ვუსურვებ, რომ ყველაზე პრესტიჟული თასი მოიგოს. პსჟ-ს და კვარას ვუგულშემატკივრებ და იმედია, ნაკრების გასახდელში აღარ ვიქნები ერთადერთი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. კვარა ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია. სხვებისთვის მოტივაციაა, რომ მათაც ასეთი კარიერა ჰქონდეთ".
დავითაშვილის მომავალზე: "ზურიკომ ამ სეზონში ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი შემოგვთავაზა და ვფიქრობ, უფრო მეტი შეუძლია. 3 წელია ის შესვენების გარეშე თამაშობს, უკეთეს გუნდში თამაში შეუძლია. როგორც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვამბობ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ზურიკოს ახალი კლუბი ან საფრანგეთის ლიგა 1-ის წარმომადგენელი ან რაიმე სხვა იყოს".









