ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მოქმედი ჩემპიონის, პსჟ-ს საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც გუნდში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია.
მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, რითიც ის ამ გუნდის ყოფილ ლიდერს, კილიან მბაპეს გაუთანაბრდა.
კერძოდ, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს ისტორიაში ერთ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება დემბელეს და მბაპეს ჰქონდათ. კვარა კი მბაპეს გაუთანაბრდა, დემბელეს რეკორდთან კი ახლოსაა.
პსჟ-ს ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები ისტორიაში
უსმან დემბელე - 14 გოლი/ასისტი (2024-25 წლების სეზონი)
ხვიჩა კვარაცხელია - 11 გოლი/ასისტი (2025/26 წლების სეზონი)
კილიან მბაპე 11 გოლი/ასისტი (2020/21 წლების სეზონი)
ნეიმარი 10 გოლი/ასისტი (2019/20 წლების სეზონი)









