პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამავე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დიეგო მარადონასთან შედარებაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ნაპოლიში თამაშის დროს, კვარაცხელიას თავისი თამაშის სტილიდან და შედეგებიდან გამომდინარე, "კვარადონა" შეარქვეს.
"კვარადონა? - ამზე ბევრს ვხუმრობთ ხოლმე. მას ბევრ რამეს ვეძახი ხოლმე. ნაპოლიში თამაშისას, ბევრი შედარება იყო. კვარაცხელია ფანტასტიური ფეხბურთელი და პიროვნებაა"
შეგახსენებთ, რომ კვარა და პსჟ ხვალ მნიშვნელოვან მატჩს გამართავენ - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ბაიერნის წინააღმდეგ.









