მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
"ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია? - რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდუ, ის რობოტს ჰგავს. კრიშტიანო საოცრებაა.
მატჩის შემდეგ, მასთან მაისურის გაცვლა მინდოდა, მაგრამ კვარა ჩემზე სწრაფი გამოდგა და დამასწრო" - განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე 3 გატანილი ბურთით ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა.










