ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არსენალი საკუთარ მოედანზე პსჟ-ს დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ბიშენტე ლიზარაზუმ კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"კვარას აზროვნება ძალიან მომწონს. მას ერთი დიდი პლიუსი აქვს - თავის ფლანგზე მყოფ მცველს ყოველთვის ეხმარება და თავის საქმეს იდეალურად აკეთებს, რაც მცველისთვის და ყველა მოთამაშისთვის ძალიან დიდი კომფორტი და ნუგეშია.
არ დაგვავიწყდეს, რომ ის გუნდს მხოლოდ იანვარში შეუერთდა და ამის გათვალისწინებით, მისი ადაპტაციის პროცესი თვალსაჩინოა. ჩემპიონთა ლიგაზეც გარდატეხა შეიტანა. არ დაგვავიწყდეს კვარას ლეგენდარული გოლი ასტონ ვილასთან."









