ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში საინტერესო მატჩები გაიმართა. მოგეხსენებათ, ატლეტიკოს და პსჟ-ს ბარსელონასთან და ლივერპულთან 2:0 ჰქონდათ მოგებული.
განმეორებით მატჩში მერსეისაიდელები თამაშის შემობრუნებას ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ და მეორე მატჩშიც უპირატესობას პარიზელები ფლობდნენ.
საბოლოოდ, მეორე ტაიმში კვარაცხელიას გადაცემით დემბელემ გაიტანა, ფრანგმა შემტევმა დუბლი შეასრულა, პსჟ-მ 2:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალსი საგზური მოიპოვა ატლეტიკომაც. მადრიდელებმა პირველ 25 წუთში ორი გოლი გაუშვეს, თუმცა 31-ე წუთზე ლუკმენმა გაიტანა.
ატლეტიკომ ეს ანგარიში შეინარჩუნა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამას ისიც დაემატა, რომ ბარსელონას მეორე ტაიმში კაცი გაუძევეს.
ლივერპული - პსჟ 0:2
გოლები: დემბელე 72' 90'
ატლეტიკო - ბარსელონა 1:2
გოლები: იამალი 4' ტორესი 24' ლუკმანი 31'









