ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო მოახლოვებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს.
"ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ფავორიტის დასახელება რთულია. ინძაგის საკმაოდ დაბალანსებული გუნდი ჰყავს და ბოლო წლებში, მისი კარიერული განვითარება აშკარაა.
რაც შეეხება პსჟ-ს, ვფიქრობ, ინტერს ამ შეხვედრაში მეტოქე გუნდის შემტევების უნდა ეშინოდეთ. შეიძლება პსჟ-ს ბარსელონასნაირი შემტევები არ ჰყავს, თუმცა არც ჩამოუვარდებიან.
მაგალითად, დემბელემ სეზონში 30 გოლი გაიტანა და ეს ყველაფერზე მეტყველებს. ჩემი საყვარელი შემტევი ბარკოლაა, რომლის სისწრაფეების შეჩერება საკმაოდ რთულია. კვარახცელიას კი ჩემზე უკეთ იცნობთ.
ფინალში ორივე გუნდი მეკარეების კარგი თამაშის წყალობით გავიდა და ისინი ფინალშიც დიდ როლს ითამაშებენ. "









