საკონტინტენტთა შორისო თასის ფინალურ მატჩში ერთმანეთს პსჟ და ბრაზილიური ფლამენგო დაუპირისპირდნენ. მატჩი დოჰაში შედგა.
მე-9 წუთზე ფაბიან რუისმა ანგარიში გახსნა, თუმცა გოლი არ ჩაითვალა. სამაგიეროდ, 38-ე წუთზე პსჟ ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა.
62-ე წუთზე ანგარიში ჟორჟინიომ პენალტით გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც გუნდებმა გოლი კვლავ ვერ გაიტანეს და პენალტების სერიაში გადავედით.
სანამ დამატებითი დრო დაიწყებოდა, ლუის ენრიკემ კვარაცხელია მოედნიდან გაიყვანა. პენალტების სერიაში გამარჯვება პარიზელებს ერგოთ (2:1).
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს პსჟ-მ 6 ტიტული მოიგო - საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.









