ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ინტერი და პსჟ დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ კომენტარი ინტერის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაუტარო მარტინესმა გააკეთა.
"როგორც მთელი სეზონის განმავლობაში ვიძახდი, ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია და რა თქმა უნდა, ხვალინდელი მატჩიც ასეა. როგორც კაპიტანი, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
კვარაცხელია? - მას კარგად ვიცნობთ. ის მაღალი დონის ფეხბურთელია, როგორც მათი სხვა მოთამაშეები. კვარას შეჩერებას შევეცდებით. კიდევ ერთ ვარჯიშს ჩავატარებთ, რათა საუკეთესო ფორმაში ვიყოთ."









