საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი პსჟ-სა და ლიონს შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
პარიზელები ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებიან და შედარებით გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდნენ, რის გამოც ლიონი უპირატესობას დაეუფლა.
მეორე ნახევარში პარიზმა შეტევა გაააქტიურა და მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაც გამოიყვანა, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, პსჟ-ს 63 ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერია.









