ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარეთ საუთგეითი პსჟ-ს ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
ბოლო პერიოდში, ქართველის მიმართ საქებარ სიტყვებს არაერთი ლეგენდა ამბობს, ამჯერად კი კვარა ინგლისის ნაკრების ყოფილმა სპეციალისტმა გამოარჩია.
"კვარაცხელიას ახასიათებენ, როგორც ახალ ჯორჯ ბესტს. მისი ბურთთან შეხება, დრიბლინგი შეუდარებელია. პსჟ-ში გადასვლამ კიდევ უფრო გაზარდა და მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის შევიყვანდი.
ხვიჩა პროგრესს განაგრძობს და უკვე იმ დონეზეა, სადაც ვინისიუსი, რაფინია, სალაჰი, როდრიგო და საკა არიან.
"









