ნაპოლი ძალიან ახლოს არის პსვ ეინდჰოვენის გარემარბის, ნოა ლანგის გაფორმებასთან. იტალიურ გუნდში მან პარის სენ-ჟერმენში გადასული ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეცვალოს. ნიდერლანდელი ვინგერი ბოლო 1 წელში არის რიგით მე-3 მოთამაშე, რომელსაც ვარსკვლავური ქართველი შემტევის შემცვლელად განიხილავენ.
პირველი იყო დავიდ ნერეში და მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციამ გასტანა სულ რაღაც ნახევარი სეზონი, პსჟ-ს გარემარბი მასზე შედეგიან მოთამაშედ მაინც დარჩა. პარიზელთა მე-7 ნომერმა "პარტენოპეიში" გასულ სეზონში შეაგდო 5 ბურთი, ბრაზილიელმა ვინგერმა კი 3. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ 24 წლის შემტევმა თავის კონკურენტზე 11 შეხვედრით ნაკლები ჩაატარა.
კვარაცხელიას ლუის ენრიკესთან გადასვლის შემდეგ, "აძურიმ" ზამთარში დაიმატა ნოა ოკაფორი, თუმცა ამ ტრანსფერმა გუნდს კარგი არაფერი მოუმატა. შვეიცარიელმა ვინგერმა ჩაატარა სულ რაღაც 4 შეხვედრა, გოლი კი ვერ გაიტანა. დგება ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ვინგერის ჯერი, რომლის სანაცვლოდ მარადონას ბინადრები 40 მილიონს ჩამოდიან.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 26 წლის გარემარბი ანტონიო კონტეს გუნდში შემდეგ კვირას აღმოჩნდება. რაც შეეხება მის განვლილ კარიერას, თავისი ამჟამინდელი კლუბის გარდა, "ფერმერების" მე-10 ნომერს სხვადასხვა დროს უთამაშია აიაქსში, ბრიუგესა და ტვენტეში.
ლანგმა ფილიპს არენაზე გასულ სეზონში 44 მატჩში გაიტანა 14 გოლი და ერედივიზიონის ჩემპიონობაც მოიპოვა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ნიდერლანდელი ვინგერი თავისი ქართველი წინამორბედის სრულფასოვნად შეცვლას.









