დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის დარჩენილი ოთხი მატჩი. მთავარი მოვლენები მოხდა მადრიდში, სადაც რეალმა ფედერიკო ვალვერდეს ჰეთ-თრიქით მანჩესტერ სიტი გაანადგურა. აღნიშნული შეხვედრის პარალელურად, პარის სენ-ჟერმენმა ჩელსის 5:2 მოუგო. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ 57-ე წუთამდე ანგარიში 2:2 იყო.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი დაიწყო სათადარიგოთა სკამიდან, მოედანზე კი ის 62-ე წუთიდან გამოჩნდა. ახალგაზრდა შემტევმა თამაშის დასრულებამდე 2 ბურთის გატანა და ასისტის გაფორმება მოასწრო. ამ ყველაფრის შედეგად, ქართველმა ვინგერმა მიიღო უმაღლესი შეფასება, 9.3.
პსჟ-სა და ლონდონურ გუნდს შორის გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ საქართველოს ნაკრების შემტევი დასახელდა. რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, არსენალმა სტუმრად ითამაშა ფრე ლევერკუზენთან, სპორტინგი კი ბოდო გლიმტთან განადგურდა.
პსჟ 5:2 ჩელსი
გოლები: 1:0 ბრედლი ბარკოლა 10', 1:1 მალე გუსტო 28', 2:1 უსმან დემბელე 40', 2:2 ენცო ფერნანდესი 57', 3:2 ვიტინია 74', 4:2, 5:2, ხვიჩა კვარაცხელია 86', 90+4'.
| რეალი - მანჩესტერ სიტი | 3:0 |
| პსჟ - ჩელსი | 5:2 |
| ლევერკუზენი - არსენალი | 1:1 |
| ბოდო გლიმტი - სპორტინგი | 3:0 |









