ფლორენციის ფიორენტინას ყოფილმა მცველმა, ლორენცო ამორუზომ ნაპოლის საჩემპიონო სეზონი შეაფასა. ვეტერანმა ფეხბურთელმა გამოარჩია "პარტენოპეის" შუახაზელი, სკოტ მაკტომინეი და აღნიშნა, რომ მის კარგ თამაშზე დიდი გავლენა ხვიჩა კვარაცხელიას წასვლამ მოახდინა.
"მაკტომინეის ასეთ კარგ თამაშში მნიშვნელოვანი როლი კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლამ იქონია. არ ვიცი, იქნებოდა, თუ არა ის ასეთი ფუნდამენტური "პარტენოპეისთვის", ხვიჩას დარჩენის შემთხვევაში. ფაქტია, მისი პარის სენ-ჟერმენში გადასვლით, სკუდეტოს მომგებმა სკოტმა მოედანზე უფრო მეტი სივრცე მოიპოვა.
შოტლანდიელი ნახევარმცველის კარგი თამაში არ იფარგლება მხოლოდ 12 გატანილი გოლით, მისი გავლენა "აძურის" თამაშში უბრალოდ უდიდესია. კონტემ ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ მანჩესტერის ყოფილი შუახაზელის საუკეთესო ვერსია მიეღო."









