გლაზგო რეინჯერსის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ალი მაკოისტმა სეზონის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა. ვეტერანმა შოტლანდიელმა ფორვარდმა სიმბოლურ გუნდში შეიყვანა პარის სენ-ჟერმენის ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელიაც.
"კარში დონარუმას დავაყენებ. ფლანგის მცველებზე არაა საჭირო კამათი - ჰაკიმი და მენდეში. რაც შეეხებათ ცენტრალურ მცველებს - ვან დაიკი და მარკინიოსი. შუახაზში ავიღებ პარის-სენ ჟერმენის ტრიოს: რუისი, ვიტინია და ნევეში. რაც შეეხება შეტევას, დემბელესა და კვარასთან ერთად, იამალს ვირჩევ"
როგორც ვხედავთ, შოტლანდიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის თერთმეტეულში პსჟ-ს ფეხბურთელები ჭარბობენ. ეს არ არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ პარიზელებმა გასულ სეზონში ყველაფერი მოიგეს.









