"ის ჯორჯ ბესტსაც ჰგავს და კრიშტიანო რონალდოსაც, ოღონდ კვარა მათი თანამედროვე ვარიანტია. ორივე მათგანს ძალიან ვამსგავსებ."
"ხვიჩა ბესტს დრიბლინგით ჰგავს, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ მას ახალი, თანამედროვე "სქილებიც" დამატებული აქვს. ბესტს ისე შეეძლო ფეხბურთელებს შორის გავლა, ამას მეტოქეები ვერც ამჩნევდნენ. ვფიქრობ, ხვიჩასაც შეუძლია მოედანზე მსგავსი ჯადოქრობების კეთება. ქართველის პლიუსი ისაა, რომ ამას თანამედროვე გზით აკეთებს იმ მონდომებითა და ძალით, რაც ბესტს არ გააჩნდა."
"მეორე ფეხბურთელი, რომელსაც მას შევადარებდი, კრიშტიანო რონალდოა. ის მხოლოდ ერთი, ორი ან სამი მეტოქის წინააღმდეგ დრიბლინგით არ კმაყოფილდება. როდესაც ამ დრიბლინგიდან გამოდის, მას ჯერ კიდევ აქვს ძალა და მონდომება, რომ კარში დაარტყას და ბადე გახიოს. ხვიჩაშიც ვხედავ ასეთ მონდომებას, ის მხოლოდ ერთი მოქმედებით არ კმაყოფილდება, ყოველთვის მეტი სურს."









